LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მახარაძის დედა: „მარიამ როინიშვილისთვისაც და მარიამ ნადირაძისთვისაც საყვარელი დედამთილი ვარ…“

11645
maxaradze20102

მსახიობ გიორგი მახარაძესა და მის მეორე ნახევარს, მარიამ ნადირაძეს გოგონა შეეძინათ, რომელსაც ნიკა დაარქვეს. ჟურნალ „სარკესთან“ გიორგის დედა, თეო ჩივაძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისმა შვილმა მძიმე სენი დაამარცხა და ამაში საბოლოოდ არის დარწმუნებული. გიორგის პირველი მეუღლე მომღერალი მარიამ როინიშვილი გახლდათ, რომელთანაც მსახიობს ერთი ქალიშვილი, ელენე ჰყავს.

მგონი ბიჭია: გიორგი მახარაძისა და მარიამ ნადირაძის არჩევანმა, გოგონასთვის ნიკა დაერქმიათ, ბევრი დააბნია

თეო ჩივაძე:

გიორგიზე შოკში ვარ. მეშინია, არ გაგიჟდეს! ძალიან გიჟი მამაა. მარიამიც აბსოლუტურად ჩართული დედაა. გიორგის კი უბრალოდ ვერ ვცნობ. ყველაფერს თვითონ აკეთებს. მარიამს კი არ ეხმარება, პირიქით, მარიამი ეხმარება. გიორგი ყოველთვის თბილი და მზრუნველი იყო, ახლა უფრო გამძაფრებული აქვს ეს თვისება.

თქვენი და მარიამ ნადირაძის ურთიერთობა როგორ აეწყო?

გადასარევი ურთიერთობა გვავქს. ისინი ცალკე ცხოვრობენ და ნიკას დაბადებამ დაგვანახვა, რომ მარიამი შესანიშნავი დედაა.

ძალიან საყვარელი დედამთილი ვარ ორივე მარიამისთვის. ჩემთვის არ არსებობს რძალდედამთილობის პრობლემა. მე მეგობარი ვარ მარიამ როინიშვილისთვისაც და მარიამ ნადირაძისთვისაც.

ნიკას ოჯახი – გიორგი მახარაძისა და მარიამ ნადირაძის ფოტოებში ასახული ოჯახური ბედნიერება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები