LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე – ორ ირაკლის ვეკითხები: აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლაზე რაიმე ნაბიჯის გადადგმას აპირებთ თუ არა?!

58
ეწრფ

ვეკითხები ორ ირაკლის: აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლასთან დაკავშირებით ხმამაღალი განცხადებების გარდა, რაიმე ნაბიჯის გადადგმას აპირებთ თუ არა ?! თუ არც ერთი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებთ, ნიშნავს, რომ მოსკოვიდან დაგირეკეს და გითხრეს, რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ! – ასე მიმართა ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აპირებს მთავრობა.

“ჩვენ “ქართული ოცნების” ლიდერთა მხრიდან გულზე მჯიღის ცემის და მკაცრი განცხადებების კასკადი ვნახეთ. ახლა თუ აპირებთ რაიმეს გაკეთებას, მაშინ გამოდით და გვითხარით, რა ქმედით ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლებაში მყოფი “ქართული ოცნება”, რომელიც ამდენი ხანი რუსეთს კვერს უკრავდა და მისი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიების – ჩვენი ძირძველი მიწის – დამოუკიდებლობის აღიარებისთვის ემზადება. ერთ ირაკლის და მეორე ირაკლის, ერთ პრემიერს და მეორე პრორუსული პარტიის თავმჯდომარეს ვეკითხები, გარდა თქვენი “ბობოქარი” განცხადებებისა რაიმე ქმედების განხორციელებას აპირებთ თუ არა?! თუ არ განახორციელებთ არც ერთ ქმედებას, ჩაითვლება, რომ თქვენ რუსეთიდან დაგავალეს დროზე გაჩუმდეთ! თუ რაიმე ქმედებას განახორციელებთ, ამას შემდგომ შევაფასებთ თუ რა ტიპის იქნება ეს ქმედება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამავე თემაზე:

ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

პრეზიდენტი: ცინიკური მიდგომაა, როცა ბელარუსის პრეზიდენტი აფხაზეთში ჩავიდა ოკუპაციის კანონის, საერთაშორისო სამართლის ყველა წესის, ასევე ჩვენი ვითომც მეგობრული ურთიერთობების დარღვევით

ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა საქართველოსთან ურთიერთობის წითელ ხაზთან – შალვა პაპუაშვილი

გვექნება უმკაცრესი რეაგირება ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით: ჯუანშერ ბურჭულაძე

ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში მიუღებელია – მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას: ილია დარჩიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები