„ბავშვობიდან ყველას რაღაც სტრესები გვაქვს, ცხოვრება არ გამოდის სტრესების გარეშე, მაგრამ გააჩნია სტრესის სიმძიმეს, ხარისხს. ვფიქრობ, ამაზე ძალიან კვალიფიციურად და კარგად გასცა პასუხი, რომ სწორედ ამ მონაკვეთში მიღებულ სტრესზეა ლაპარაკი”,-ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე ამერიკელმა ნევროლოგმა დეპრესიასთან დაკავშირებულ კითხვას კვალიფიციური პასუხი გასცა.
„ნევროლოგმა რა ჩვენებაც მისცა, ჩემთვის ცნობილი იყო, რადგან ამის შესახებ თავის დიაგნოზში უწერია. პირადად ჩემთვის ეს ყველაფერი მაინცდამაინც ახალი არ იყო. რა თქმა უნდა, მძიმე ავადმყოფია, ამას რამდენი ხანია, ვიმეორებ. ბავშვობიდან ყველას რაღაც სტრესები გვაქვს, ცხოვრება არ გამოდის სტრესების გარეშე, მაგრამ გააჩნია სტრესის სიმძიმეს, ხარისხს. ვფიქრობ, ამაზე ძალიან კვალიფიციურად და კარგად გასცა პასუხი, რომ სწორედ ამ მონაკვეთში მიღებულ სტრესზეა ლაპარაკი. სტრესული აშლილობა დაკავშირებილია სწორედ პატიმრობასთან და კონკრეტული შემთხვევებიც გვქონდა მითითებული, როდის შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო“, – განაცხადა ალასანიამ.
ალასანიას განაცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მხოლოდ უარესდება იმ პირობებში, სადაც ის იმყოფება.
„მოთხოვნა არის მისი გადაყვანა. იმ პირობებში, სადაც სააკაშვილი იმყოფება, მხოლოდ ჯანმრთელობის გაუარესება ხდება და არავითარი გაუმჯობესება არ არის. ფაქტია, ამას თვითონ ის ექიმები ამბობენ, ვის ხელშიც არის, ისინი არ უარყოფენ. გრძელდება წონის კლება და ყველანაირი მახასიათებელი ბევრად გაუარესებულია, ვიდრე შესვლის დროს იყო“, – განაცხადა ალასანიამ.