საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.
როგორც მან კლინიკა „ვივამედში“ მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მან წონაში ძალიან დაიკლო და მარტიდან მოყოლებული, პერიოდულად ტემპერატურა აღენიშნება.
„ფაქტია, რომ მდგომარეობა გაუარესებულია. სიცხე მარტიდან აქვს და დღესაც აღენიშნება. ექიმები ვერ ასახელებენ ზუსტ მიზეზს. თითქოს კლინიკაში ყურადღება არ აკლია, ძალიან ცდილობენ ეს ადამიანები, მაგრამ ფაქტია, რომ მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, პირიქით, უკან მივდივართ.
წონაში აშკარად დაკლებულია, ძალიან გამხდარი მეჩვენა. საზღვარგარეთ გადაყვანას ძალიან ელოდება, უნდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ რა მოხდება, არავინ იცის“, – განაცხადა ალასანიამ.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.