LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ კაკულია: მივმართავ კვარაცხელიების ოჯახს, მაგ საქმესთან ჩვენ არანაირი შეხება არ გვქონია, ეს არის პროვოკაცია

211
Untitled design

სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა გურამ კაკულიამ სასამართლო პროცესზე 2021 წლის 15 სექტემბერს ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას ოჯახს მიმართა და განაცხადა, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შეხება არ ჰქონიათ.

უკავშირდება თუ არა ძმები კაკულიების დაკავება ნიკო კვარაცხელიას საქმეს და არაყიშვილზე მომხდარ გარჩევას – რაც აცხადებს დაჭრილის დედა და ძმების ადვოკატი

როგორც კაკულიამ განაცხადა, ეს პროვოკაციაა:

„მივმართავ კვარაცხელიების ოჯახს, არანაირი შეხება მაგ საქმესთან ჩვენ არ გვქონია, ეს არის პროვოკაცია გადაეცით იმათ, ყველას“, – მიმართა კაკულიამ პროკურორს.

პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ ბრალდებულებს მიმართა:

„ცხრა თვეა ისინი აქ იმყოფებიან, ცხრა წუთით მაინც დაფიქრდნენ მათ მიერ ჩადენილ ქმედებაზე. ნამდვილად არ არის სახარბიელო, ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ სხვა ცხოვრების წესი აირჩიონ და კარგი საქმით დაამახსოვრონ თავი საზოგადოებას, ამ საქმით ამახსოვრებენ საზოგადოებას თავს“  – თქვა თამარ ყულჯანიშვილმა.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.

რა საქმეებს შეიძლება უკავშირდებოდეს ძმები კაკულიების დაკავება – გახმაურებული ამბის ახალი დეტალები

დააკავეს ნიკოს მკვლელობაში დამკვეთად დასახელებული ძმები – მოუწევთ დაჩოქება უფლის წინაშე: ნიკო კვარაცხელიას დედა

ძმები კაკულიები კვარაცხელიას საქმეზე ბოლო კომენტარს აკეთებენ – რაზე საუბრობენ სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები