LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჩნდება შანსი, გახდეს მართლა პარტია

181
BeFunky-collage (6)

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჩნდება შანსი, გახდეს მართლა პარტია – ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარალიზებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც რიგი მიზეზების გამო ვერაფერს აკეთებს, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

მას მიაჩნია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკიდან წასვლა „უკიდურესად აუცილებელია“.

„ჩვენ ყველამ – პოლიტიკოსებმა და განსაკუთრებით მისმა თანაპარტიელებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლაში დავეხმაროთ. ეს ყველასთვის უკეთესი იქნება. თუ ჩვენ გვინდა ამ პოლარიზებულ ქვეყანაში შუღლის ჩამოგდების ნაცვლად მშვიდობა, უკიდურესად აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლის მიზნის მიღწევაში დაბრკოლებები არ შეექმნას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ქართული პოლიტიკის დატოვება, ყველა პოლიტიკური შენაერთის დატოვებას ნიშნავს“ – მიდის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა – შალვა ხაჭაპურიძემ და ვალერი გელბახიანმა განაცხადეს, რომ ექსპრეზიდენტი პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს და შესაბამისად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც“ ტოვებს.

თავად სააკაშვილის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით, უცნობია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ აღნიშნულ საკითხზე განცხადებას უახლოეს მომავალში ყოფილი პრეზიდენტი თავად გააკეთებს.

ამავე თემაზე:

მელია: არც უნდა იყოს გასაკვირი, რომ ადამიანი, რომელიც ამ მდგომარეობაშია არ და ვერ ფიქრობდეს პოლიტიკაზე.. საქართველოში სააკაშვილის გამოჯანმრთელება, სამწუხაროდ, შეუძლებელია

გიული ალასანია შვილზე: იურიდიული მხარე უნდა გადაიდოს და დაუბრუნდეს იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც არის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები