LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იცხოვრონ წყალზე, ღვინოზე და ხმელ პურზე, როგორც ეს ქრისტიანობაშია მიღებული – ნათელაშვილი საპატრიარქოზე

206
უყჰლრყკლ

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ “საპატრიარქოს უნდა აეკრძალოს ყოველგვარი პანსიონატების გახსნა”.

“ჩემთვის მთავარია ჩვენი ქვეყანა, მომავალი, ჩვენი ისტორია და დანარჩენი არის მეორეხარისხოვანი – საპატრიარქოც, პოლიტიკაც, ჩემი თავიც და ყველაფერი არის დამატებითი აი, ამ დიდ მიზანთან შედარებით. ამიტომ, მე არასდროს დავიხევ უკან სიმართლე ვთქვა, რომ რაღაცას ეშველოს.

საპატრიარქოს უნდა აეკრძალოს ყოველგვარი პანსიონატების გახსნა…

ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე. საპატრიარქომ ღმერთს შესთხოვოს თანადგომა და დახმარება, იცხოვრონ წყალზე, ღვინოზე და ხმელ პურზე, როგორც ეს ქრისტიანობაშია მიღებული…

ევრორემონტიანი მეუფეები, ჯიპიანი, მძღოლიანი, მოსამსახურე პერსონალით გარშემორტყმული, ბიზნესმენიანი მეუფეები არის უბედურება ქვეყნისათვის.

მე ამას ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ეკლესია იყოს ძლიერი”,- აცხადებს შალვა ნათელაშვილი “ტვ პირველთან”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები