LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იოგურტი, სტაფილო, კვერცხი – გიორგი ღოღობერიძე იმ პროდუქტებს ასახელებს, რომლებიც ბავშვებში თავის ტვინის აქტივობას ზრდის და იმუნურ სისტემას ავარჯიშებს

1131
cxcxcx-2020-11-21-11-34-47-312998-2020-12-26-08-57-13-245497

ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე „რუსთავი2“- ის ეთერში  სკოლის ასაკის ბავშვების იდეალურ რაციონზე საუბრობს.

როგორი უნდა იყოს მოზარდის რაციონი და რა მნიშვნელობა აქვს ძილს:

მე ახლა შევეხები პროდუქტებს, რომლებიც ერთის მხრივ ავარჯიშებენ იმუნურ სიტემას, ხოლო მეორეს მხრივ, ზრდიან თავის ტვინის აქტივობას.

იოგურტი, ეს არის საკვები პროდუქტი, რომელიც არაა ბოლომდე ათვისებული. იოგურტში ძალიან ბევრი პრობიოტიკია. ეს კი ნიშნავს, რომ ის შეიცავს მსხვილი ნაწლავისთვის სასარგებლო ბაქტერიებს. როგორიცაა რძემჟავა და ბიფიდობაქტერიები, ისინი მსხვილი ნაწლავის მეშვეობით ავარჯიშებენ მთელს იმუნურ სისტემას.

მეორე პროდუქტი ესაა სტაფილო, ბევრს ჰგონია, რომ რადგან ის A ვიტამინს შეიცავს, მხოლოდ მხედველობისთვისაა კარგი. ეს ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია იმუნური სისტემისთვისაც.

თევზი და კვერცხი. მაგალითად კვერცხი საკმაოდ იაფია და მასში ყველაფერია, რაც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება. არის D ვიტამინი, რომელიც საუკეთესეო როლს ასრულებს კოვიდის დროს. ის შეიცავს ცილას იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია მოზარდის ზრდის პროცესში. თევზშიც და კვერცხშიც არის ომეგა3-ის ცხიმოვანი მჟავა.

ძალიან სასარგებლოა სოკოც, რომელიც შეიცავს თუთიას, გაციების შემთხვევაში, მან შესაძლოა შეამციროს ავადობის ხანგრძლივობა.

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ხილი და ბოსტნეული რაც შეიძლება ბევრი უნდა იყოს რაციონში.

ძალიან მნიშვნელოვანია ნუში, რომელიც მართალია ძვირია, მაგრამ მცირე რაოდენობით ის ძალიან საჭიროა.

რაც შეეხება ტკბილეულს, ჩვენ მათ არ ვუწევთ რეკომენდაციას, სასურველია ტკბილი ბავშვმა მიიღოს ზემოთჩამოთვილი პროდუქტების სახით, გამონაკლისია მხოლოდ შავი შოკოლადი.

მინდა გავამახვილო ყურადღება ძილის რეჟიმზე, როცა ადამიანს საკმარისად არ სძინავს, იმუნური სისტემა ძალიან ქვეითდება და ორგანიზმი გადადის სტრესის მდგომარეობაში, სასურველია ბავშვმა 8 საათზე მეტიც კი იძინოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები