LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „დეზერტირების ბაზარში“ გარდაცვლილი პიროვნება არ იყო უსახლკარო, მას სახელმწიფოსგან მიღებული ჰქონდა ბინა

1112
Untitled design - 2021-12-29T115645.514

დედაქალაქის მერი კახა კალაძე რამდენიმე დღის წინ, ე.წ. დეზერტირების ბაზარში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარდაცვლილი პიროვნება უსახლკარო არ ყოფილა.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მედიასაშუალებების ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, გარდაცვლილ პიროვნებას არ ჰქონდა სახლი და ღამეს ღია ცის ქვეშ ათევდა.

„ძალიან სამწუხარო ფაქტის მოწმენი გავხდით რამდენიმე დღის წინ. „დეზერტირების ბაზარში“ გარდაცვლილი იპოვეს ადამიანი. ეს ტრაგიკული ამბავი ჩვენი მედიასაშუალებების ნაწილმა ისევ სიცრუის, დეზინფორმაციის გავრცელების საბაბად გამოიყენა და საზოგადოებას ამცნო, რომ გარდაცვალების მიზეზი გახდა სხეულის გაყინვა, რადგან ეს პიროვნება იყო უსახლკარო და ღამეს ათევდა ღია ცის ქვეშ.  სინამდვილეში გარდაცვლილი პიროვნება არ იყო უსახლკარო, მას სახელმწიფოსგან მიღებული ჰქონდა ბინა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მიმართა, რომ ნებისმიერი ინფორმაცია გავრცელებამდე, შესაბამის უწყებაში გადაამოწმონ.

„რასაკვირველია, ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ პროფესიას და მაყურებელს, დაელოდებოდა ექსპერტიზის დასკვნას, გადაამოწმებდა შესაბამის უწყებაში, ნამდვილად უსახლკაროდ ითვლებოდა თუ არა გარდაცვლილი და ამის შემდეგ გაავრცელებდა ინფორმაციას.

აი, ასე ყოველდღიურად გამოგონილ და ცილისმწამებლურ ისტორიებს ვისმენთ, რომლის მიზანიც სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციაა და ამ მიზნით, ნებისმიერ საშუალებას იყენებენ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დეზერტირების ბაზართან გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს – მოვაჭრეების ვარაუდით, ის ღამით გაიყინა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g