LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: ორშაბათიდან თბილისში ქუჩების მორეცხვა დაიწყება, რასაც სისტემატური ხასიათი ექნება

132
კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 24 აპრილიდან თბილისში ქუჩების მორეცხვა დაიწყება, რასაც მისი თქმით, სისტემატური ხასიათი ექნება.

მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას თქმით კი, 100-ზე მეტი ქუჩა, ყველა მნიშვნელოვანი გამზირი, პანდუსი და სხვა სივრცეები ყოველდღიურად მოირეცხება.

„ვფიქრობ, რომ ორშაბათიდან, უკვე კარგი ამინდებია, შეგვიძლია აღნიშნული სამუშაოების წარმოება დავიწყოთ, რომელიც მიზნად ქუჩების მორეცხვას, დასუფთავებას ისახავს და ამას სისტემატური ხასიათი უნდა მიეცეს, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში.

ძალიან მნიშვნელოვანია ქუჩები ირწყვებოდეს, სუფთავდებოდეს, მე მხედველობაში მაქვს საავტომობილო გზები, ქვეითად მოსიარულეები სადაც გადაადგილდებიან, ტროტუარები, ყველაფერი უნდა იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული. მინდა დავავალო ჩემ მოადგილეს, ანდრია ბასილაიას ამ პროექტის განხორციელება.“ – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერიაში ამბობენ, მორეცხვის სამუშაოები ღამით 12:00 საათიდან დაიწყება და დილის რვის ნახევრამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g