LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კატეგორიულად გაფრთხილებთ!ჰიდროქსიქლოროქინი არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ COVID-19-ის პრევენციის მიზნით!”

4642
BeFunky-collage (7)

ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს არ მიიღონ პრეპარატი ჰიდროქსიქლოროქინი კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მეგობრებო,კატეგორიულად გაფრთხილებთ!!!პრეპარატ ჰიდროქსიქლოროქინი(პლაქვენილი) არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ COVID-19-ის პრევენციის მიზნით!!! ის არის ურთულესი მედიკამენტი თავისი ფარმაკოკინეტიკით და ფარმაკოდინამიკით! აქვს უამრავი უკუჩვენება და გვერდითი მოვლენა!!! ვიმეორებ,გამოიყენება კორონავირუსით გართულებული პნევმონიების დროს,მხოლოდ ექიმის დანიშნულებით,მკაცრად შერჩეული დოზირებით!!! ის არ არის წიწიბურა და მაკარონი რომ იმარაგებთ! არ დალიოთ! არ ჩაიდინოთ ეს სისულელე! შესაძლოა გაუთვალისწინებელი გართულებები გამოიწვიოთ!!!ჯანმრთელობას გისურვებთ!!!”- წერს ინგა მამუჩიშვილი.

პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ღმერთის გარეშე არაფერი ხდება, ჩვენზე არის დიდი პასუხისმგებლობა – ილია მეორე

ცოტა ხნის წინ, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ის ინფორმაციით, ქვეყანაში სულ ახალი კორონავირუსის 49 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია ერთი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები