LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხელისუფლება მალავს კორონავირუსის შემთხვევებს და ექიმებს აიძულებს დამცავი ეკიპირების გარეშე იმუშაონ” – რუსი ექიმების გაერთიანება

694
Capture

რუსი ექიმები ხელისუფლებას კორონავირუსის შემთხვევების დამალვაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მთავრობა ინფიცირებულ პაციენტებთან სპეციალური დამცავი ეკიპირების გარეშე მუშაობას აიძულებს. ამის შესახებ, რუს ექიმთა გაერთიანების ხელმძღვანელმა, ანასტასია ვასილიევამ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც businessinsider.com წერს, ვასილიევამ რუს ექიმებს მოუწოდა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადონ.

“მაშინ, როდესაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, ჩვენ, როგორც ყოველთვის, ხელისფულებისგან სიცრუეს ვიღებთ”, – ამბობს ანასტასია ვასილიევა.

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება კორონავირუსის შემთხვევებს ჩვეულებრივ პნევმონიას უწოდებს და “კოვიდ 19”-თან არ აკავშირებს.

ვასილიევას ბრალდება კატეგორიულად უარყო რუსეთის ხელისუფლებამ. მთავრობამ ის რუსული მედიცინისა და უწყებების დისკრედიტაციაში დაადანაშაულა და ამ საქმეზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.

რუსეთის სახელმწიფო მედიამ პარასკევს კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ქვეყანაში, სადაც 145 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მხოლოდ 253 ინფიცირებული და 1 გარდაცვლილია. აღნიშნულ სტატიაში პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა, რომ ეს შედეგი მოგზაურობის შეზღუდვითა და ეფექტიანი კარანტინის შედეგად დადგა.

ვასილიევამ კი კოლეგებს მოუწოდა არ დამალონ სიმართლე. მისი თქმით, სახელმწიფო საფრთხეს უქმნის როგორც ექიმებს, ისე ქვეყანას.

 

P.S. მოსკოვში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა ქალბატონმა პირად საუბარში აღნიშნა, რომ გასულ კვირას, მარტო ერთ დღეში მოსკოვში 120 ადამიანი გარდაიცვალა და ეს ფაქტიც გაუხმაურებელი დარჩა. ცხადია, ეს ინფორმაცია ოფიციალური არ არის, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ამაზე აქტიურად საუბრობს.

 

ასევე იხილეთ:

როგორ დაბრუნდნენ ევროპიდან საქართველოში უსაბუთო ემიგრანტები

ოქსფორდელი მეცნიერების აზრით, ბრიტანეთის მოსახლეობის ნახევარი Covid-19-ით ინფიცირებულია

ჩინეთში მორიგი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა: „თუ ვირთხის ჭამა არ გადაგიწყვეტიათ, არ უნდა გეშინოდეთ“

პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასტურდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები