LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე სააკაშვილზე: ცხოვრების ხარისხი გაუარესდა, რაც ხალხის ხარჯზე პროდუქტს ვერ უკვეთავს.. ვინც მის გამოშვებას ითხოვს, ყველას საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევა ამოძრავებს

160
Cheers!

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა იმ პირის მთავარი მიზანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაშვებს მოითხოვს, ქვეყნის ომში ჩათრევაა.

„ვინც სააკაშვილის გარეთ გამოშვებას ითხოვს, ან მომავალში მოითხოვს ამას, ყველას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – ეს არის საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევა.

ჩერგოლეიშვილის ღია წერილი სააკაშვილს: “ვწერ ამ ეპისტოლესაც და დაჟინებით გირჩევ -კარგად რომ გახდე, ამისთვის, ჯერ შენთვის მიუღებელ რეალობას თვალი უნდა გაუსწორო”

აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ნებისმიერ ასეთ მოწოდებაზე, ბუნებრივია, იქნება ძალიან მკაფიო – სააკაშვილმა თავისი სასჯელი უნდა მოიხადოს“, – ამ თემაზე კომენტარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ამასთან, კობახიძემ კომენტარი გააკეთა ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაზე, რომ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი და “ორგანიზმი საკუთარ თავს ინელებს”.

“ერთი საინტერესო ფრაზა იყო ამ დასკვნაში, რომ სააკაშვილის ცხოვრების ხარისხი, თურმა, გაუარესებულა, მას შემდეგ, რაც ჩამოვიდა საქართველოში და ჩაჯდა თავისი ფეხით ციხეში. რა თქმა უნდა, სააკაშვილსი ცხოვრების ხარისხი გაუარესდა, მას შემდეგ, რაც, მაგალითად, ვერ უკვეთავს სახელმწიფოს ხარჯზე კონკრეტულ კვების პროდუქტებს საზღვარგარეთიდან – სახელმწიფოს ხარჯზე, ამას ვიმეორებ. მას ჰქონდა ცხოვრების სხვა ხარისხი ხალხის ხარჯზე და ახლა აქვს, ბუნებრივია, ცხოვრების სხვა ხარისხი, რაშიც არაფერი განსაკუთრებული არ არის. ამას რომ განიცდის სააკაშვილი, ესეც არის აბსოლუტურად ლოგიკური”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ხელი მოაწეროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.

ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: პასუხი ერთხელ უკვე გაცემულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g