LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კონცერტის დღეს ჩემი მეუღლე ტელეფონზე საუბრობდა და შემთხვევით გავიგე, რომ დედა გარდაიცვალა.. სცენაზე პუბლიკას გავუღიმე.. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი პირფერობა“ – თამარ ივერი 

311
Untitled design 11111111111

რას ეტყოდა თამარ ივერი დედას? – ქართველი სოპრანოს, ცელქი ბავშვობის ისტორიები და ემოციური ინტერვიუ მკაცრ და სამართლიან დედაზ.

თამარ ივერმა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკაში ისაუბრა.

„დედა ეს არის ადამიანი ვინც იმას გირჩევს რაც შენთვის არის საუკეთესო..

ის რომ გათხოვდა, 8 წელიწადი შვილი არ უჩნდებოდა, მან იმკურნალა ჯანმრთელობა შეერყა იმისთვის, რომ მე გავეჩინე, ყველა ასეთი ქალი გმირია.

სულ მეუბნებოდა რასაც შენი ხელით შექმნი ის დაგრჩება ცხოვრებაში და ამას ვერავინ წაგართმევსო.

მკაცრი იყო, მაგრამ სამართლიანად მკაცრი, მე ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი..

როცა ასაკში შევიდა ჩემს მიმართ ზედმეტად ემოციური გახდა, მე ვერც წარმომედგინა შენ რომ ამდენს მიაღწევდიო.

ავსტრიაში უნდა მემღერა კონცერტზე და დილით დედა გახდა ცუდად. კონცერტის დღეს ჩემი მეუღლე ტელეფონზე საუბრობდა და შემთხვევით გავიგე, რომ დედა გარდაიცვალა.

ამ მიზეზით, კონცერტი ვერ გადადეს და აპოლოდისმენტების ფონზე როდესაც სცენაზე გამოვედი პუბლიკას გავუღიმე… ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი პირფერობა,“ – ამბობს თამარ ივერი.

„რაც არ უნდა კარგი მეუღლე გყავდეს, მაინც, ოჯახს თავისი დრო უნდა.. მე მქონდა მომთაბარე ბოშა ქალის ცხოვრება“ – თამარ ივერი პირად ცხოვრებასა და კარიერაზე

„საქართველოში დაბრუნების მიზეზი დედაჩემი იყო.. ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მომიძღვნა, იმსახურებდა ცხოვრების ბოლო წლებში მის გვერდით ვყოფილიყავი..“ – თამარ ივერი

„მეუღლემ ამიკრძალა, ნუღარ წერ მწარე მწარე რაღაცებსო.. რამდენჯერმე მასაც პრობლემები შეექმნა ჩემი პირდაპირობის გამო“ – თამარ ივერი

„მზითვი მე თვითონ ვარ.. დედა სულ მარია კალასს მადარებდა… მარია ამას არ ჩაიცვამდა, მარია ამას არ გაიკეთებდა..“ – თამარ ივერი სტერეოტიპების შესახებ საუბრობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g