LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

KZEN – ქართულ ბაზარზე სმარტფონების ახალი ბრენდი შემოდის

137

ბრენდი KZEN ქართულ სამომომხმარებლო ბაზარზე იწყებს პოზიციონირებას. კომპანია, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს დუბაიში, სადაც ბიუჯეტური მოდელების გაყიდვაში მოწინავე ადგილი უჭირავს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობიდან აცნობეს, KZEN ქართველ მომხმარებელს მობილური ტელეფონების სხვადასხვა მოდელს შესთავაზებს,  რომლებიც ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ფონის შესაბამისია.

მათივე ცნობით, ნაკლებად ცნობილი ბრენდის სმარტფონები, ბაზარზე არსებულ პოპულარულ ბრენდებს კონკურენციას თავისი ხარისხით და დაბალი ფასით უწევს. ერთი და იგივე მონაცემების მქონე სმარტფონებში, KZEN 40 პროცენტით უფრო იაფია, ვიდრე ცნობილი ბრენდები. მწარმოებლების აზრით, პროდუქცია ხელმისაწვდომი და საკმაოდ მიმზიდველი იქნება ადგილობრივი მომხმარებლებისთვის.

”ვფიქრობთ, მომხმარებელს დიდ კომფორტს შეუქმნის სერვისი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 10 სხვადახვა ქალაქში იფუნქციონირებს. იმ შემთხვევაში თუ კი მომხმარებელს, რაიმე სახის ტექნიკური პრობლემა შეექმნება, სერვის ცენტრის ტექნიკოსები დროულად იზრუნებენ პრობლემის აღმოსაფხვრელად. გასათვალისწინებელია, რომ ცენტრები ტექნიკურად უშუალოდ ბრენდის სათავო ოფისიდან აღიჭურვებიან, რაც თავის მხრივ , სანდოობასა და გარანტირებულ მაღალ ხარისხს გულისხმობს. საქართველოში ამ ბრენდზე პასუხისმგებლობას კომპანია Camara systems იღებს, რომელსაც ქართულ ბაზარზე მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება გააჩნია. კომპანია, აქტიურად არის ჩართული ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზების პროცესში და მომხმრებლის მხრიდან საკმაოდ დიდი ნდობითაც სარგებლლობს”, – აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლობაში.

მათივე ცნობით, ქართველ მომხმარებელს, აღნიშნული ტექნიკის შეძენის შესაძლებლობა სულ მალე , საქართველოში წამყვან ტექნიკის მაღაზიებში შეეძლება. საქართველოში წარმოდგენილი იქნება KZEN -ის წამყვანი მოდელები – Rex RX; Bold B1; Hard Rock HR01. 10 მაისს კი 16:30, KZEN-ის წარმომადგენლები, სასტუმრო ”რედისონში”, საქართველოში ტექნიკის დილერებს გააცნობენ ახალი სმარტფონების ტექნიკურ მახასიათებლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები