მომღერალ ლევან კბილაშვილის ცხედარს რუსეთიდან დღეს ჩამოასვენებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობარი, მუსიკოსი და აკომპანიატორი, დავით ლონდარიძე წერს. ასევე სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია პანაშვიდებისა და დაკრძალვის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოსვენება იქნება კვირას, 26 ივნისს, 14 საათზე, სიონის ტაძრიდან.

პანაშვიდი: 24 და 25 ივნისს.
მისამართი: თბილისი, თიანეთის გზატკეცილი 6.

შეგახსენებთ, ქართველი მომღერალი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. მიზეზი უცნობია.

ნიკოლოზ წულუკიძე ლევან კბილაშვილზე: „ჩემთვის მისი გარდაცვალება განსაკუთრებით რთულია, რადგან ჩემთვის მძიმე დღეებში ჩამოვიდა და ჩემ გვერდით იყო…“

“დღეს კიდევ ერთხელ გამეყინა სხეული… როცა წამოიზარდა მთხოვა ეს სიმღერა თავიდან ჩაგვეწერა, თუმცა მე ვეღარ შევძელი…” – ნატო გელაშვილი ლევან კბილაშვილს ემშვიდობება და მასთან ჩაწერილ დუეტს იხსენებს

„ამ ვიდეოზე ხუმრობდი, ძალით მოვიხვედრე თავი კადრშიო…კადრში კი არა გულში იქნები მთელი ცხოვრება ლევანჩიკ: მომღერალი აჩიკო გოგიტიძე ლევან კბილაშვილზე

ფორტუნა ავტორი
ავტორი

მსგავსი თემები