LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ წულუკიძე ლევან კბილაშვილზე: „ჩემთვის მისი გარდაცვალება განსაკუთრებით რთულია, რადგან ჩემთვის მძიმე დღეებში ჩამოვიდა და ჩემ გვერდით იყო…“

5764
ნიკა წულუკიძე მთავარზე

„იმედის დღის“ გუნდის სახელით ლევან კბილაშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა ნიკოლოზ წულუკიძემ და აღნიშნა:

„ვერ დავასრულებთ დღევანდელ გადაცემას, რომ არ ვთქვათ ერთი ძალიან მაგარი ბიჭის გარდაცვალების შესახებ, რომელიც ელდასავით გავარდა – ლევან კბილაშვილი, ახალგაზრდა მომღერალი, საოცარი გულიდან ამოსული სიმღერით გვეფინებოდა ყველას. ის ძალიან ახლობელია ჩემი ოჯახის და მახსოვს, რა სიყვარული ჰქონდა ქართული სიმღერის, რობერტ ბარძიმაშვილთან სიარულით დაწყებული, როგორ ვითარდებოდა და როგორ ოცნებობდა რაღაც დიდ კარიერაზე, მაშინ, როცა მართლა შეძლო, გარკვეული წარმატებისთვის მიეღწია, დაეწყო სოლოკარიერა და მისი ცხოვრება რომ სრულიად ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასულიყო, ასეთი უბედურება დატრიალდა. ჩემთვის განსაკუთრებულად რთულია, რადგან ჩემთვის ყველაზე რთულ დღეებში ჩამოვიდა ლევანი, ჩემთან ერთად იყო… ახალგაზრდა 31 წლის კაცი სიკეთისა და სიყვარულის გარდა არაფერს აკეთებდა.

რა უნდა ვუთხრათ ახლა მის ახლობლებს, მშობლებს, ოჯახს – დაგვრჩა სიმღერები, რომლებსაც ათასობით ადამიანი უსმენს და განიცდის იმას, რომ უფრო მეტი სიყვარული და სითბო ვერ გაუნაწილა ლევანს და ამის საშუალება არც შემდგომ იქნება. ვიზიარებ ყველას მწუხარებას, ვისთვისაც ძვირფასი იყო ლევანის შემოქმედება. დიდი გულის ბიჭი იყო“.

“ჩემი ოცნებაა, საქართველოში ჩავატარო კონცერტი… ცხოვრების ამ ეტაპს მარტოობაში გავდივარ… ზოგჯერ არის პერიოდი, როცა ტელეფონზე არავინ მირეკავს” – ლევან კბილაშვილის გულახდილი ინტერვიუ

„ჯარში შევხვდით ერთმანეთს.. ბოლოს თბილისში რომ ჩამოვიდა დამირეკა.. ეს რა დღეში აღმოვჩნდით ბიჭო.. ახლა იქნებოდა შენი ჩაქრობა?“ – აკო ახალაია ლევან კბილაშვილს ემოციური სიტყვებით ემშვიდობება

“მაგარი ბიჭი წავიდა დღეს! ძალიან ადრეა, ძალიან! ეს სიმღერა და ნამღერი უყვარდა ძალიან, ამ ნამღერით და სიმღერით გემშვიდობები” – ლაშა ღლონტი ლევან კბილაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები