LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოლა წერეთელი: “გიორგის სიყვარულში თვითონ გამოვუტყდი… ბავშვივით ვიყავი”

975
lolsweretelinewss

ლოლა წერეთელი “ფარულ კონვერტს” სტუმრობდა და აღიარა, რომ გიორგი წერეთელს პირველმა თავად უახსნა სიყვარული. წყვილი უკვე დაშორებულია, გიორგი სხვა ქალზეა შეყვარებული, ლოლა კი თავის სიყვარულს ია ფარულავასთან ასე იხსენებს:

“ამბობენ, რომ არ არის ლამაზი, როცა ქალი უტყდება პირველი სიყვარულში, მაგრამ გიორგის მე პირველი გამოვუტყდი. ბავშვივით ვიყავი. სულ მასთან მინდოდა ყოფნა. ქობულეთში ვმუშაობდით. ჩამოვედით თბილისში. ჩემს სახლთან უნდა გავჩერებულიყავით. შუქნიშანზე გავჩერდით. ჩემთვის ვთქვი, უნდა ვაკოცო, ჩემი სურნელი თუ აქვს, მაშინ მორჩა–მეთქი. ლაპარაკობდა და ვაკოცე ტუჩებში. წამები იყო. უი, მე ვუთხარი, ჩემი სუნია… ძალიან შემრცხვა. ალბათ, გავწითლდი. მერე გავშავდი. უცებ მიმიყვანა სახლამდე. მერე ვწერდი, ბოდიშს გიხდი, არ ვიცი, რა გავაკეთე–მეთქი. საშინელება იყო.

მეორე დღეს ვმუშაობდით ერთად. პატარა ბავშვივით მივედი და დავჯექი დასჯილივით. ნეიტრალური სიტუაცია დადგა.ქობულეთიდან წამოვედი თბილისში, რომ იქ არ მემუშავა. მას უნდოდა სამსახურიდან წასვკა, ვუთხარი, არ იფიქრო ამაზე–მეთქი. ალბათ,არ ვუყვარდი, მეგობარი ვიყავი მისთვის… სექტემბერი იყო, ქობულეთიდან ყველა ჩამოვიდა, ჩვეულებრივად ვმუშაობდით, კარგად, თბილად ვმეგობრობდით. ერთ საღამოს გოგონებთან ერთად გავიდა. ვფქირობდი, რატომ არ ვიყავი ლამაზი და ახალგაზრდა, 44 წლის ვიყავი, ის 34–ის… თანამშრომლებმა გამაცილეს სახლში, მაგრამ არ დამეძინა. ჩემს თავს ვეჩხუბებოდი. თავს არ ვიცოდებდი, მაგრამ მრცხვენოდა, რომ მასზე ვფიქრობდი. დილის ექვსი საათი იყო. ტელევიზორს ვუყურებდი. ზარი კარზე და შემოვიდა გიორგი. თქვა, მიყვარხარ და მინდა შენთან ერთად ცხოვრებაო”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები