LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი: „ამერიკის საელჩოს მიზანია, ქართულ მართლმსაჯულებაში თავისი წარმომადგენლები ჰყავდეს“

71
გურამ მაჭარაშვილი

“ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ამერიკის საელჩოს მიზანია, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში თავისი წარმომადგენლები ჰყავდეს.

მაჭარაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ რატომ დატოვეს დეპუტატებმა მმართველი გუნდი:

„ის, რომ „ქართულ ოცნებას“ შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული პოზიციები, გასაკვირი არ არის. ჩვენ ამიტომ დავტოვეთ “ქართული ოცნება”, რომ გვქონოდა იმის საშუალება, საზოგადოებისთვის გვეთქვა სიმართლე, ის, რაც, სამწუხაროდ, კულისებში ხდება და მე მგონი, შემიძლია ვთქვა, რომ უკვე კულისებშიც აღარ ხდება.

პრაქტიკულად, საჯაროდ ხდება იმის დემონსტრირება, რომ რეალურად საელჩოს სურს, რომ კონტროლი ჰქონდეს მართლმსაჯულებაზე. საელჩო იუსტიციის საბჭოს იგნორირებით ახდენს ვიზიტებს სასამართლოში, მოსამართლეებთან ერთად დადის რეგიონებში მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის საქმის კურსში.

სამწუხაროდ, რაც ჩვენ გვეგონა, რომ მხოლოდ პარტნიორული ურთიერთობებით ხდებოდა ჩვენი დახმარება, მათ შორის, მართლმსაჯულებაში, მხოლოდ უანგაროდ ხდებოდა და მხოლოდ იმიტომ, რომ დაეხმაროს წარმატებული ქვეყანა საქართველოს, რომ განვითარდეს და მართლმსაჯულება განვითარდეს და მხოლოდ ამ მიზნით ხდებოდა, როგორც აღმოჩნდა, პირდაპირ ელჩისგან მოვისმინეთ სიტყვები, რომ – რატომ გიკვირთ, რომ დავიბარეთ მოსამართლე, რატომ გიკვირთ, რომ პარლამენტს ვავალდებულებთ, რომ რაღაც კანონები მიიღოს, მაშინ, როდესაც ჩვენ გეხმარებით, ანუ ჩვენ ვიხდით და რატომ გიკვირთ, რომ თამაშის წესებს ჩვენ დავაწესებთ?

არ არის გასაკვირი, რომ ერთადერთი სიტყვა გესმით რადიკალური ოპოზიციისგან, რომ ეს არის თავდასხმა, რადგან ვერც წინა წერილში გამოქვეყნებულ ფაქტებთან და ვერც დღევანდელ განცხადებაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით ისინი საპირწონე არგუმენტებს ვერ ამბობენ“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

დოკუმენტში სიტყვა „უნდა“ 60-ჯერ არის გამოყენებული, ხოლო საელჩო პარლამენტს „რეკომენდაციას“ კონკრეტულ საკითხებზე მხოლოდ 9-ჯერ უწევს – „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მორიგი განცხადება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g