LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი: გვეგონა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გასაღები ბრიუსელში იყო და თურმე „ვივა მედში“ ყოფილა

133
Untitled design (2)

იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი აფასებს.

პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით დემარში გადასცა

„ჩვენ აქამდე გვეგონა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გასაღები ბრიუსელში იყო და თურმე „ვივა მედში“ ყოფილა.

რაც ევროკავშირის ელჩმა გვითხრა, ზუსტად ამას ნიშნავს, საკითხავია ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია ახლა უფრო მეტს ბრიუსელში უნდა დადიოდეს თუ „ვივა მედში“. როგორ შეიძლება ევროკავშირის ელჩმა ისეთი რამ განაცხადოს, რომ ჩვენი ამდენ საუკუნოვანი ლტოლვა ევროინტეგრაციისკენ (რასაც თვითონაც აღიარებენ, ჩვენც ვამბობთ) კრიმინალ სააკაშვილის უკანონოდ გათავისუფლებაზე დაიყვანო, რასაც, სხვათა შორის, ევროპული საერთაშორისო სასამართლოც კი ეთანხმება“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

რატი ბრეგაძის თქმით, ელჩებთან დღევანდელ შეხვედრაზე სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა

„ევროკავშირის ქვეყნებმა დემარშით სააკაშვილის გარემოცვას მიმართონ” – გია ვოლსკი

ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მათ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს და აღნიშნა, რომ ის ამერიკული კანონის ანალოგია:

„თუკი ამერიკული კანონის ქართულ თარგმანში არ გვეთანხმებიან, მეგობრულად თვითონ თარგმნონ და ამერიკული კანონის ქართული ვარიანტი თვითონ გამოაქვეყნონ, თუ ამის შემდეგ იტყვიან, რომ კანონი რუსული ყოფილაო, ჩვენც შეიძლება დავფიქრდეთ.

სამწუხაროა, რომ თეთრზე შავის თქმა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არ ხდება. თუ საქართველოში, ის კანონები უნდა მივიღოთ რასაც ამერიკის ელჩი ან აშშ-ში გვეტყვის, ციხიდან ის ადამიანი უნდა გამოვუშვათ, ვისაც ისინი გვეტყვიან და ასე შემდეგ, ცოტა ხანში ალბათ პირდაპირი ტექსტით გვეტყვიან, რომ თქვენ ამდენი სუვერენიტეტი არ გჭირდებათ და რასაც ჩვენ გეტყვით, ის გააკეთეთ – ამას იტყვიან როგორც ვაშინგტონიდან, ასევე ბრიუსელიდან.

ჩვენ მიერ ერთი ერთში ამერიკული კანონპროექტია ინიცირებული და ორივე კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. საინტერესო იქნება განსაკუთრებით ამერიკულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა”, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მან შვედეთის ელჩთან ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ევროკავშირის ოფიციალური დემარში გადასცა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეხება.

„არ მახსოვს, ასეთი დემარში გამართულიყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით, სააკაშვილის მდგომარეობა, როგორც ჩანს, ძალიან მძიმეა..“ – სამადაშვილი

 

magti 5g