LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ურიგაშვილი: „ვმალავ, რომ ნოდიკოს დედა ვარ…“

5506
ნოდიკო დედასთან ეერთად

მაია ურიგაშვილი ნოდიკო ტატიშვილის დედა გახლავთ. ის ყველასთვის საყვარელ მომღერალს სხვა კუთხით, ისეთ ნოდიკოს დაგვანახვებს, როგორსაც შესაძლოა, ნაკლებად ვიცნობდეთ. ინტერვიუ ჟურნალმა „თბილისელებმა“ ჩაწერა.

მაია ურიგაშვილი:

არასდროს მყვარებია ჩემი შვილების ქება, მაგრამ გულახდილად ვიტყვი, რომ ნოდიკო ისეთი შვილია, უკეთესს რომ ვერ ინატრებ. რეალურადაც ისეთია, როგორადაც იცნობენ – ძალიან პატიოსანი, უბოროტო და ყველას გვერდში მდგომი. ოჯახისთვის საოცარი ადამიანია. ჩვენ დედა-შვილიც ვართ, მეგობრებიც, და-ძმაც და თქვენ წარმოიდგინეთ, მამა-შვილიც კი. იმდენად მზრუნველია, რომ ზოგჯერ მგონია, ჩემი მამაა. ყველაფერი იცის: სად მივდივართ, რა გვაცვია, რა გვახურავს, თავს როგორ ვგრძნობთ და ასე შემდეგ. რამე თუ აგვტკივდა, ხომ საერთოდ… ზოგჯერ რამე რომ გვაწუხებს ვუმალავთ, ძალიან განიცდის ხოლმე. ბავშვობიდან ასეთი ყურადღებიანი იყო. არ გამორჩება, თუ რამე გჭირდება. მხოლოდ მშობლების კი არა დისთვისაც ასეთია და თქვენ წარმოიდგინეთ, მეზობლებისთვისაც კი. პატარაობისას ძალიან ცელქი იყო, მაგრამ თან ძალიან დამჯერი – რომ ვარიგებდი, იგებდა და ითვალისწინებდა.

რომ იგებენ ნოდიკოს დედა ხართ, ალბათ, განსაკუთრებული ემოციებით გხვდებიან.

თქვენ წარმოიდგინეთ, ვმალავ, რომ ნოდიკოს დედა ვარ. მერე უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ ხოლმე და ამის ძალიან მერიდება. შეიძლება, ზოგმა იფიქროს, რატომაც არაო, მაგრამ მეც და ჩემი მეუღლეც ასეთები ვართ, არ გვიყვარს თავის წარმოჩენა.

ნოდიკო ტატიშვილმა თესალონიკში ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტი გამართა: „ამ გასტროლზე დედაჩემი წავიყვანე, რომელიც აღფრთოვანებული დარჩა…“

ვიდეო: ნოდიკო ტატიშვილი: „არ მიყვარს სკანდალები… მშობლებმა დამარიგეს, რომ ერთ ყურში შეუშვი და მეორედან გამოუშვიო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g