მარნეულში შუახნის მამაკაცი მოკლეს. ადგილობრივი მედიის, რადიო “მარნეულის” ცნობით, შემთხვევა დღეს, 3 ივლისს დახლოებით 19 საათზე ერთ-ერთი რესტორნის ეზოში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სასიკვდილო ჭრილობა მამაკაცს სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტი „ფორტუნას“ დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები