LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტვილში ხანძარს ებრძვიან

200
201912240916561045321972

მარტვილის მუნიციპალეტეტში, სოფელ ბალდში გუშინ ღამით გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ. როგორც ცნობილია, მთის ფერდობზე ტყის ქვედა საფარი იწვის.

მარტვილის მერიის ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებული ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით გაჩნდა. უწყების განმარტებით, ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და ხანძრის დასახლებულ პუნქტამდე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში ხანძრის ჩაქრობის ცდილობდნენ. სალიკვიდაციო სამუშაოები სამაშველო სამსახურმა დღეს დილიდან განაახლა. ადგილზე 30-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

პოპულალურები