მევლუდ მელაძემ და ირინა ონაშვილმა საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჟურნალ „სარკეს“ ცნობილი ქართველი ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე უყვება, როგორ შეხვდნენ ირინას მონაწილეობას შეჯიბრების ორგანიზატორები:
„მოდიოდნენ და ამბობდნენ, მსოფლიოს არ ახსოვს ასეთი ლამაზი ქალი საჭესთანო. რომ იგებდნენ, მხოლოდ გაისეირნა ირინამ ამ შეჯიბრზე, მერე ამბობდნენ, რაიმე ფორმა მოვიფიქროთ, რომ დავტოვოთ ეს ლამაზი ქალი ამ სპორტშიო. ვუთხარი, მოვიფიქრეთ-მეთქი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები…“