LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების ერთადერთ შანს ასახელებს – მორიგი გზავნილი 320-ე საკნიდან

330
Untitled design (3)

ქვეყნის გათავისუფლების ერთადერთი შესაძლებლობა 30 ოქტომბერს, საარჩევნო უბნებზე მისვლაა, მიიჩნევს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და უკლებლივ ყველას მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურზე იაქტიურონ .

მიხეილ სააკაშვილის გზავნილი მედიასთან სენაკის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა, კობა ნაყოფიამ გააჟღერა:

„მან მოუწოდა ყველას აბსოლუტურად, უკლებლივ ყველას, რომ ერთადერთი შანსი, ერთადერთი შესაძლებლობა მისი თავისუფლების და ჩვენი ქვეყნის განთავისუფლების, არის მხოლოდ და მხოლოდ 30 ოქტომბრის არჩევნები. მოუწოდა ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ აქტიურები იყვნენ და მივიდნენ არჩევნებზე. არჩევნებზე მისული დიდი რაოდენობის ამომრჩეველი არის გარანტია იმისა, რომ ხელისუფლება ტოტალურ გაყალბებას ვერ შეძლებს და ყველა იმ ქალაქში, სადაც ტარდება მეორე ტური გაიმარჯვებს ოპოზიციის კანდიდატი. მისი მთავარი მოწოდება არის ეს და ის ხედავს, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომ ის იყოს თავისუფალი, ქვეყანა იყოს თავისუფალი, დაიწყოს ფუნდამენტური ცვლილებები და ქვეყანამ დაიწყოს განვითარება“. – გააცნო სააკაშვილის გზავნილი ნაყოფიამ.

მისივე ინფორმაციით, სააკაშვილმა განსაკუთრებით ახალგაზრდებს სთხოვა, რომ დაიწყონ ოპოზიციის ოფისებში მისვლა მოხალისეებად, ჩაეწერონ მოხალისეების რიგებში, რათა 30 ოქტომბერს იაქტიურონ და არ მისცენ ხელისუფლებას გაყალებების არცერთი შანსი.

„მიაჩნია, რომ ახალგაზრდების როლი ასეთ დახმარებაში არის ძალიან მაღალი და ყველა ახალგაზრდას პირადად სთხოვა მოხალისეებად მობრძანდნენ ოპოზიციის ოფისებში და 30 ოქტომბერს დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით, რომ ვერ შეძლოს “ქართულმა ოცნებამ” და ივანიშვილმა გაყალბება”, – თქვა კობა ნაყოფიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, 320-ე საკანშია მოთავსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები