LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის 2018 წლის დეპორტაციაზე უკრაინაში გამოძიება დაიწყო

102
6f42f88b1142cf4d2

უკრაინის პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გატაცებასა და უკრაინიდან დეპორტაციაზე საქმე აღძრა. ამის შესახებ უკრაინული მედია, РБК-Україна იუწყება. გამოძიებას ქვეყნის მთავარი სამხედრო პროკურატურა აწარმოებს. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ პროკურატურამ სააკაშვილის განცხადება მიიღო 2018 წლის თებერვალში მისი გატაცების, მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების და მისი პოლონეთში უკანონო გადაყვანის შესახებ.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურაში ჩივის

რა განცხადებას ავრცელებს უკრაინის სამხედრო პროკურატურა

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 12 თებერვალს, კიევში, ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა.  ოფიციალური კიევის აზრით, მიხეილ სააკაშილი პოლონეთიდან უკრაინაში უკანონოდ შეიჭრა, რის გამოც, დაკავების შემდეგ, ის პოლონეთში გაამგზავრეს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სააკაშვილს ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის კანონიერი საფუძველი არ ჰქონდა. სააკაშვილის მტკიცებით კი, მისი დეპორტაცია უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ბრძანებით მოხდა.

 

არ ჩამოვსულვარ აქ რომ ვინმეს სამაგიერო გადავუხადო… მე მინდა მონაწილეობა მივიღო ახალი უკრაინის მშენებლობაში – სააკაშვილი

უკრაინაში როგორ ჩანს, ბევრს ვუყვარვარ, მესაზღვრე გოგონამ მითხრა, რომ მოგვენატრეთო – მიხეილ სააკაშვილი

 

უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ, პეტრო პეროშენკოს მიერ გამოცემული ბრძანება სააკაშვილის მოქალაქების ჩამორთმევასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 28 მაისს გააუქმა.