LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრი სააკაშვილზე: თუ სჭირდებათ კონკრეტული მიმართულების ექიმი, საზღვარგარეთიდან ვინმეს მოწვევა, ან სახელმწიფო კლინიკებში დამატებითი რეაბილიტაცია, თუ მოგვმართავენ – დავეხმარებით

407
უსათაურო დიზაინი

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული მიმართულების ექიმი სჭირდება, ან საზღვარგარეთიდან ვინმეს მოწვევა, მზად არიან, მიმართვის შემთხვევაში – დაეხმარონ როგორც სხვა პატიმრებს.

ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრის დროს განაცხადა.

“დახმარებას და ჩართულობას რაც შეეხება: თუ კონკრეტული მიმართულების ექიმი სჭირდებათ, ან საზღვარგარეთიდან ვინმეს მოწვევა, ან სახელმწიფო კლინიკებში რაღაც დამატებითი რეაბილიტაცია მზად ვართ, თუ მოგვმართავენ დავეხმარებით, როგორც სხვა პატიმრის შემთხვევაში. რაც შეეხება საზღვარგარეთიდან ექიმების მოწვევას, რამდენიმე კვირის წინ მკითხეს ჟურნალისტებმა, თითქოს რაღაც განცხადებაა შემოსული და ჩვენ ვაგვიანებთ განხილვას.

ადვოკატები საუბრობენ, რომ რაღაც დოკუმენტაციებს თარგმნიან და რეგულირების სააგენტოში შეიტანენ განაცხადს. რეგულირების სააგენტო გასცემს თანხმობას საქართველოში უცხოეთიდან მოწვეული ექიმების თანხმობაზე. თუ ასეთი თანხმობა სჭირდებათ და შესაბამის დოკუმენტაციას შემოიტანენ, განიხილავენ. გუშინდელი მდგომარეობით, მსგავსი დოკუმენტაცია არ ყოფილა შემოტანილი, სატელეფონო საუბარი იყო რომ შემოიტანდნენ დოკუმენტაციას”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები