LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მთელ ქვეყანას მოვუყვები, როგორი საოცარი ბავშვია” – #მაიასთვის 9 წლის გოგონამ დანაზოგი გაიმეტა

297
1566543077358315

ნიკა ქართველიშვილი, რომელიც ძმასთან ერთად დედის გადასარჩენად ფულს ტაქსაობით აგროვებს, სოციალურ ქსელში მისი დედისთვის გაწეულ დახმარების შესახებ, მორიგ გულისამაჩუყებელ ისტორიას აქვეყნებს.

როგორც ის წერს, მისი დედისთვის თანხა 8 წლის ანასტასიამ გაიღო:  

„მისი გამხნევება და დალოცვა ყველანაერ მატერიალურ დახმარებაზე მეტი იყო“

შვილო, ნუცუბიძეზე რომ მოხვდები 63 ნომერში შემოიარე საქმე მაქ შენთანო...

„დღეს ჩვენი ტაქსი გამოიძახეს, Rati Kartvelishvili მივიდა გამოძახებაზე, აღმოჩნდა, რომ ჩვენმა პატარა გულშემატკივარმა, 8 წლის ანასტასიამ, დედას გამოატანა თავისი დანაზოგი, ამ პატარა ანგელოზს უნდა რომ ყველანი კარგად ვიყოთ ❤ ❤

რა უნდა დავწერო არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, რომ გადმოგცეთ ეს ყველაფერი. მემგონი ეს ის შემთხვევაა როდესაც ლაპარაკს აზრი არ აქვს ❤

თბილისში რომ ჩამოვალ, პირველი რასაც გავაკეთებ ანასტასიას გაცნობა იქნება, მე დავუმეგობრდები ამ პატარას და მთელ ქვეყანას მოვუყვები, როგორი საოცარი ბავშვია ❤ ❤ ❤“ – წერს ნიკა ქართველიშვილი.

ტაქსი მაიასთვის – შვილები დედის გადასარჩენად ფულს ასე აგროვებენ

შეგახსენებთ 54 წლის მაია ამჟამად თურქეთში, Florence Nightingale Istanbul- ის კლინიკაში იმყოფება. მისი სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა მაღალდოზირებული ქიმიის კურსი და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია, რაც ამ ეტაპზე 150 000 დოლარი ჯდება. ამ თანხის შესაგროვებლად ოჯახს არ გააჩნია საკმარისი სახსრები.

გარდა ტაქსის მძღოლობისა, ოჯახისთვის გახსნილია საქველმოქმედო ანგარიში:

ანგარიშის ნომერია :

საქართველოს ბანკი GEL EUR USD GE95BG0000000161310779

TBC ბანკი GEL EUR USD

GE28TB7739345064300013 TBC

PayPal: [email protected]

მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის T 0901701494

მიმღები რატი ქართველიშვილი

პ/ნ 01019072195

ტელეფონის ნომერი: 591 819 819

ბიჭებს, რომლებიც ტაქსაობით დედის გადარჩენას ცდილობენ, დურგალი ძმები დაეხმარებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები