უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მზად არის, სააკაშვილი პირადად მან წაიყვანოს.
პოდოლიაკი ამის შესახებ „ტვიტერში წერს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო, რომელიც თავს უფლებას აძლევს, პირდაპირ ეთერში მოკლას ყოფილი ლიდერი, ისტორიულ ცოდვას უშვებს:
„ნებისმიერი პრეზიდენტი არის ადამიანი, მაგრამ ასევე პრეზიდენტი არის ინსტიტუტი.
ქვეყანა, რომელიც თავს უფლებას აძლევს, თავისი ყოფილი ლიდერი პირდაპირ ეთერში მოკლას, სჩადის ისტორიულ ცოდვას, რომლის ჩამორეცხვაც რთული იქნება.
არ დაუშვათ, რომ ეს მოხდეს. გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის მიზნით. მე მზად ვარ, ის პირადად წავიყვანო. გააკეთეთ ეს“, – აღნიშნულია პოდოლიაკის „ტვიტში“.
„სააკაშვილი, როგორც მაოხრებელი გზირი“ – ირაკლი ქადაგიშვილი
ფოტიგა: სააკაშვილი ციხეში კვდება და ამას საქართველოს მომავალზე დიდი გავლენა ექნება