თბილისში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს.
როგორც ცნობილია, დაჭრილი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გავრცელებული ცნობებით, დაჭრილი 40 წლამდე ბიზნესმენია, რომელიც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მეწილეა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 და 236 მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.