LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანიკო ხაზარაძის ბოლო სამუშაო დღე “იმედის დღეში” და ემოციური გაცილება (ვიდეო)

24555
BeFunky-collage

ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე იმედზე ახალ პროექტში მოგვევლინება, თუმცა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

,,ბოლო სამუშაო დღე მაქვს “იმედის დღეში”…10  წლის წინ დავიწყე და ხვალ ვასრულებ….”

ნანიკო “იმედის დღის”  მაყურებელს დღეს პირდაპირ ეთერში დაემშვიდობა.

“ძალიან მიყვარხართ და გამიჭირდება ყოველდღე მოსალმების გარეშე, ჩემი გუნდის და თქვენი გზავნილების გარეშე, რომელსაც მე ყოველდღე ვამოწმებდი. ცოტა მეტირება და არ ვიცი, რა ვთქვა. მეგონა ამ ყველაფერს ცრემლების და ემოციების გარეშე ჩავატარებდი.

მე გავიზარდე თქვენთან ერთად…ვისწავლე ნაგვის არგადაყრა, ვისწავლე, რომ საღეჭი რეზინი კლავს ჩიტს, ვისწავლე,რ ომ ნამწვი აუცილებლად უნდა ჩავაგდო საფერფლეში. მოკლედ, ზოგადი განათლება მივიღე ისეთი, რომელსაც სკოლა არ მომცემდა. პირველ რიგში, თქვენგან მივიღე ძალიან დიდი სიყვარული”…- ასე დაემშვიდობა ნანიკო ხაზარაძე “იმედის დღის” მაყურებელს

პირდაპირი ეთერის დასრულების შემდეგ, ტელეწამყვანს კოლეგებმა ემოციური გაცილება მოუწყვეს და სტუდიაში ტორტი შეიტანეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები