ნატალია ქუთათელაძე რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებს ინგლისურენოვანი სტატუსით ეხმიანება, რომელიც განკუთვნილია მისი მეგობრებისთვის საქართველოს საზღვრებს გარეთ. მომღერალი წერს:
„მიზეზი იმისა, თუ რატომ აქვს პუტინს ასეთი დიდი ძალა და ბედავს ომის დაწყებას, არის სიმცირე გამბედაობისა და სიმტკიცისა თქვენში, ჩემო ძვირფასო ევროპელებო და ამერიკელებო… 2008 წელს ზუსტად ასე დაიწყო ომი საქართველოსთან, თქვენგან არავის ჰქონია რეაქცია!..
ნუ იქნებით ლაჩრები! დიდება უკრაინას, დიდება გმირებს!..“