LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ბადურაშვილი: „ქალის ბედნიერება არის კაცი, რომელსაც უყვარხარ და შვილი…“

nini-badurashvili

ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას მომღერალი და ტელესახე ნინი ბადურაშვილი ქალური ბედნიერების საკუთარ ფორმულაზე საუბრობს. როგორც ის ამბობს, სარკიდან არასდროს უმზერს უიმედო და ფარხმალდაყრილი ნინი.

„ქალის ბედნიერების გასაღები არის ოჯახი – მე ასე მგონია. მართალია, ვამბობთ, ქალები წარმატებულები ვართ კარიერაში, ბედნიერები ვართო, მაგრამ მეორე ნახევარი როდესაც გყავს გვერდით, კაცი, რომელსაც უყვარხარ და შვილი, რომელიც ყველაზე მთავარია ამ ცხოვრებაში, ეს არის ბედნიერება“, აღნიშნავს ჟურნალთან საუბრისას ნინი.

მისი თქმით, ქალის სილამაზისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ის შინაგანად ლამაზი იყოს – „ღიმილშიც, როცა გაგიღიმებს, ბედნიერება უნდა იღვრებოდეს. აქედან გამომდინარე, ყველაზე მთავარია შიგნიდან წამოსული გაწნყობა და შემდეგ უკვე ვიზუალი, გარეგნული მხარე“.

ნინის არ მოსწონს, რომ ბოლოდროინდელი მოდის გამო, ყველა ქალი ერთმანეთს დაემსგავსა, თავად ტუჩის ფორმა შეიცვალა, მაგრამ არ მოეწონა დ აისევ ბუნებრივი ფორმა დაიბრუნა.

ვრცელ ინტერვიუს ნინი ბადურაშვილთან ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში გაეცნობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები