ნუცა ბუზალაძე 15 აგვისტოს ბათუმში, რესტორანში ,,სანრემო” კონცერტს გამართავს. მას სცენაზე გვერდს გოგონათა ბენდი ,,სკარლეტი” დაუმშვენებს, რომლებთან ერთადაც მსოფლიო ჰიტების განსხვავებული იმპროვიზაციების გარდა, საკუთარი ახალი ალბომიდან სიმღერებსაც შემოგვთავაზებს. ღონისძიების სახელწოდებაა Glitter partry.
ნუცა ბათუმში კიდევ ერთი მიზნით იმყოფება. ის ლილიკო ნემსაძის სიმღერაზე ,,თეთრი ღამე”, რომელიც ასევე მის ახალ ალბომშია შესული, კლიპს გადაიღებს.