ნუცა ბუზალაძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში დუბაიში ცხოვრებას მიმოიხილავს, სადაც ახლახან გადავიდა სამუშაოდ და აღნიშნავს, რომ მას სერიოზული პროექტები ელოდება წინ: „ერთ-ერთი უკვე განხორციელდა, როდესაც დიდ ორკესტრთან ერთად ვიმღერე. მოულოდნელად ჩემთვის ძალიან ბევრი კარი გაიხსნა. ადამიანებთან ურთიერთობა და ნაცნობობა ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ სფეროში“.
ნუცა პასუხობს ჟურნალისტის კითხვას ჭორის შესახებ დუბაის შეიხთან რომანტიკული ურთიერთობაზე:
„სულ მაგას ვამბობ, იჭორაონ, იჭორაონ! იქნებ, მართლა გავიცნო შეიხი ან პრინცი. ჯერჯერობით ნამდვილად არ გამიცნია ასეთი ვინმე“