LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა ბუზალაძე რჩეულებს შორისაა – უცხოური მედია „ამერიკული ვარსკვლავის“ 12 გამორჩეულ მონაწილეს ასახელებს

5260
BeFunky-collage - 2023-02-12T003046.370

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მომღერალი ნუცა ბუზალაძე ცნობილ ამერიკულ შოუში „ამერიკის ვარსკვლავი“ მონაწილეობს.

ქართველმა მომღერალმა კასტინგები წარმატებით გაიარა და ახლა ყველა 19 თებერვალს ელის, როცა ნუცას გამოსვლას მსოფლიო ნახავს.

წელს „ამერიკის ვარსკვლავის“ ჟიურის წევრები არიან, კეტი პერი, ლიონელ რიჩი და ლუკ ბრაიანი.

ამის პარალელურად, გამოცემა www.mjsbigblog.com “ამერიკული ვარსკვლავის“ შესახებ სპოილერს აქვეყნებს და საზოგადოებას აცნობს 12 გამორჩეულ მონაწილეს, რომელსაც მაყურებელი ახალ სეზონში იხილავს.

გამოცემა წერს, რომ ეს მხოლოდ სპოილერია, თუმცა უკვე ცნობილია,რომ სხვადასხვა შოუებში მონაწილეები და უამრავი წარმატებული პროექტის გამარჯვებულები, ამჯერად „ამერიკის ვარსკვლავის“ სცენაზე გამოვლენ.

მუსიკალურ ბლოგში საუკეთესოთა შორის, გამორჩეულად არის ნახსენები ნუცა ბუზალაძეც, რომლის ნამღერი რედიოჰედის ცნობილ სიმღერაზე Creep გამოცემამ, საუკეთესოდ მიიჩნია.

ბლოგის ავტორი წერს, რომ ქართველი მუსიკოსი ბევრი ცნობილი პროექტის გამარჯვებულია, მათ შორის „ახალი ტალღის“ ტრიუმფატორი, თურქული „ვოისის“ მონაწილე და დუბაიში გამართული კონკურსის Kenga Magjike-ის ვარსკვლავი.

„ამერიკული ვარსკვლავის“ სხვა მონაწილეებს შორის ბევრია ამავე პროექტის ძველი მონაწილეც, ასევე ამერიკული პროექტის, „ნიჭიერის“ ფინალისტები და „ვოისის“ გამორჩეული მომღერლები.

ვიდეო: „ყველაფერი რასაც ვამბობდი ახდა“ – ნუცა ბუზალაძე 9 წლის წინ ჩაწერილ ინტერვიუს გვიზიარებს

ნუცა ბუზალაძის ემოციები კასტინგზე: მომღერალი ,,ამერიკის ვარსკვლავის” კულისებიდან ახალ ვიდეოს გვიზიარებს

„ზამთრიდან ზაფხულში“ – ნუცა ბუზალაძე, რომელიც „ამერიკის ვარსკვლავში“ მონაწილეობს, მხიარულ ვიდეოს გვიზიარებს

ვიდეო: ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავის“ გადაღებებიდან ახალ კადრებს გვიზიარებს

„საიდუმლო, რასაც ამდენი ხანი ვინახავდი, დროა გაიგოთ…გავიარე ქასთინგი პროექტში „ამერიკის ვარსკვლავი“ – რას წერს ნუცა ბუზალაძე

ზაზა შენგელია: ,,პირველი ქართველი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სატელევიზიო ტალანტ-შოუში”

ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავის“ კასტინგზე – მომღერალი პოპულარული შოუდან პირველ ვიდეოს აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები