LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა თოფურიას პირველი ალბომი თაყვანისმცემელმა დაუფინანსა: „სწორედ იქ მომისმინა თურმე…“

488
ნუცა თოფურია მთავარზე

მომღერალ ნუცა თოფურიას ალბომი ახლახან „ბრავო რექორდსმა“ გამოსცა და მალე მარჯანიშვილის თეატრში მისი სოლოკონცერტიც გაიმართება.

ნუცა ჟურნალ „სარკეს“ უმხელს, რომ სადებიუტო ალბომი მისი შემოქმედების თაყვანისმცემელმა დააფინანსა:

„ყოველთვის გავიმეორებ, რომ „მხოლოდ ქართული“ იყო ჩემთვის ყველა წარმატების საწყისი. სწორედ იქ მომისმინა თურმე ადამიანმა, ვისაც მოეწონა ჩემი ნამღერი და გამოთქვა სურვილი, რომ დააფინანსებდა ჩემს ალბომს. უზომოდ მადლიერი ვარ მისი, უბრალოდ, მას უნდა, ინკოგნიტოდ დარჩეს. ასე ჩუმად აკეთებს კეთილ საქმეს, არ უყვარს აფიშირება და ამიტომ ვერ დავასახელებ…“

ვიდეო: ნუცა თოფურიამ „ნიუტონთან“ ერთად „ვარდებსა და გვირილებში“ ახალი ვერსიით შეასრულა

„ბედნიერი ვარ, არ იცით, ახლა ჩემს გულში რა ხდება“ – ნუცა თოფურიამ ალბომი გამოუშვა

ვიდეო: “რა სათუთად მღერიან” – თამრიკო ჭოხონელიძემ და ნუცა თოფურიამ სიმღერა “რა დაგიშავე ლამაზო” შეასრულეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g