LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი არხის ჟურნალისტმა, რომელიც სამართალდამცველებმა სცემეს, შსს-ს შენობა დატოვა

121
914ed5bf00a8f00c1a850dca201aca15_thumb

ჟურნალისტი ნიკა მუხიგულაშვილი, რომელიც სამართალდამცველებმა გუშინ სცემეს, დაკითხვაზე იმყოფებოდა და ცოტა ხნის წინ შსს-ს შენობა დატოვა.

ჟურნალისტი, რომელიც დღეს გამთენიისას დააკავეს, დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ დეტალურად იხსენებს ინციდენტს, როდესაც დროსაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

,,კოსტავას გამზირზე, ვარაზისხევის მოპირდაპირე მხარეს სამართალდამცველები კორპუსებში ეძებდნენ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც მანქანა გადააყირავეს და მათ, ვინც დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. ამ დროს, მე და ჩემი ოპერატორი დავით ცირეკიძე ვიმყოფებოდით სამართალდამცველებთან ერთად, შევედით, სადაც ეს ადამიანები დაიმალნენ და ვიღებდით კადრებს. თავდაპირველად პოლიციამ გვითხრა, რომ კადრების გადაღების უფლება არ გვქონდა, მაგრამ შევთანხმდით, რომ ამ კადრებს შორიდან გადავიღებდით. შემდეგ სიტუაცია დაიძაბა; შორს წავიდნენ, თან გავყევით და ამასობაში მოგვიახლოვდა რამდენიმე სამართალდამცველი და სამოქალაქო პირიც. მოვიდნენ და გვაიძულებდნენ, გადაღებული მასალა წაგვეშალა, მაგრამ ვუთხარით, რომ მასალას არ წავშლიდით. დაიწყეს კამერაზე ხელის მოკიდება, ჩართვის აპარატის გამოწევა და ცდილობდნენ ჩიპი ამოეღოთ, რისი საშუალებაც არ მივეცით. გვქონდა შელაპარაკება, თუმცა ჩემი მხრიდან არანაირ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. იცოდნენ, რომ ჟურნალისტი ვიყავი, მაგრამ დაიწყეს ფიზიკური შეურაცხყოფა. დაახლოებით 4-5 ადამიანი მირტყამდა, საბოლოოდ დამაკავეს და გადმომიყვანეს განყოფილებაში.

უწყებაში გამომკითხეს, რასთან დაკავშირებით დაიწყო შელაპარაკება. გამომძიებლებმაც აღნიშნეს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა ხშირი არ არის და გაუკვირდათ კიდეც, რომ ჩემზე ფიზიკურად იძალადეს, მივაწოდე ინფორმაცია და მითხრეს, რომ დამიკავშირდებიან,” – განაცხადა ნიკა მუხიგულაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები