LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოდოლიაკი: “დედა, ჩვენ უნდა წავიდეთ” რუსი ქურდების ახალი სლოგანია

110
Untitled design

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ყირიმში მომხდარ აფეთქებას ეხმიანება.

პოდოლიაკი იხსენებს, ფრაზას, რომელსაც ერთ-ერთი დამსვენებელი გუშინ გავრცელებულ ვიდეოში ამბობს: “დედა ჩვენ უნდა წავიდეთ”.

მისი თქმით, ეს რუსი ქურდების ახალი სლოგანია:

“დედა, ჩვენ უნდა წავიდეთ” – ეს არის იმ რუსი ქურდების ახალი სლოგანი, რომლებიც მოპარული ტერიტორიებზე, მიტაცებულ სახლებში ცხოვრობენ. იურიდიულად დონეცკს და ყირიმს იგივე სტატუსი აქვს, რაც მარიუპოლს ან მელიტოპოლს. ეს უკრაინის ტერიტორიებია, რომლებიც ოკუპირებულია რუსული არმიის მიერ და განთავისუფლებას ექვემდებარება. ყველაფერი დანარჩენი რუსული პროპაგანდის ტყუილია”, – წერს პოდოლიაკი “ტვიტერზე”.

შეგახსენებთ, ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელიც რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულია, გუშინ ნოვოფედოროვკაში რუსეთის სამხედრო ავიაციის აეროდრომის ტერიტორიაზე აფეთქებები იყო.

აფეთქების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლების განმარტებით, დაშავებულია 13 ადამიანი.

“რა არის შემდეგ ანბანში? კ – კრემლისთვის მოვემზადოთ?” – არესტოვიჩი ყირიმში მომხდარ აფეთქებაზე

“შეგახსენებთ, კრაისერი “მოსკოვი” თავიდან “არ იძირებოდა” – გონჩარენკოს სარკასტული პოსტი ყირიმში მომხდარ აფეთქებაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g