LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერის ანგარიში არც ისეთი ამღვრეული წყალია, როგორც სააკაშვილი პირდებოდა ხოლმე ოპოზიციას, ტალახში გაბანავებთო: ქადაგიშვილი

45
ირაკლი ქადაგიშვილი

25 ივნისს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგება. სწორედ ამ საკითხს ეხმიანება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და აცხადებს, რომ ყველას ექნება საშუალება, ირაკლი ღარიბაშვილს საქმიან ფორმატში კითხვები დაუსვას.

როდის წარსდგება პრემიერი პარლამენტში – მოხსენების თარიღი ცნობილია

ქადაგიშვილი პრემიერის მომავალ ანგარიშზე ოპოზიციის კრიტიკას აფასებს, ამბობს, რომ მათი განცხადებები მყვირალა და პოპულისტური იქნება და აქვე აღნიშნავს, რომ პრემიერის “მოხსენება არც ისეთი ამღვრეული წყალია, როგორც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას ჰპირდებოდა”:

პრემიერის ანგარიში არც ისეთი ამღვრეული წყალია, როგორც ბატონი მიხეილ სააკაშვილი პირდებოდა ხოლმე ოპოზიციას, ტალახში გაბანავებთო, ახტალის და მამამისის ბალნეოლოგიურის ტალახში.

ეს არის საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი მექანიზმი, როცა პრემიერი ყოველწლიური ანგარიშით წარდგება პარლამენტში. ის ყველა იმ საკითხზე ისაუბრებს, რომელიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ეხება და ყველას ექნება საშუალება, რომ საქმიან ფორმატში კითხვები დაუსვას.

თუმცა, როგორც წესი, ოპოზიციის განცხადებები მყვირალა და პოპულისტური იქნება. რაც პარლამენტში შემოვიდნენ, მათ შორის ფინანსთა მინისტრის მოსმენაზეც გამოჩნდა, რომ მხოლოდ შიშველი პოპულიზმით არიან დაკავებულნი.” – თქვა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში მოხსენებით 25 ივნისს წარდგება. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ოთხ საკვანძო მიმართულებაზეა გამახვილებული, ესენია – საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტების მოგვარება და ადამიანის უფლებები.