LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის გამოსვლა ძალიან მომეწონა… უცხოეთში შეხვედრების გამო, მას კონსტიტუცია არ დაურღვევია – საკმაოდ კარგი და წარმატებული ვოიაჟი ჰქონდა: ვახტანგ ძაბირაძე

151
ვახტანგ ძაბირაძე

პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ დადებითად შეაფასა და თქვა, რომ „დიდი ხანია ასეთი შინაარსიანი გამოსვლა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან არ მოუსმენია“.

ვახტანგ ძაბირაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ უცხოეთში გამართულ შეხვედრებსაც ეხმიანება, რომელზეც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „კონსტიტუციის დარღვევა იყო“. ძაბირაძის განმარტებით, უცხოეთში შეხვედრების გამო, ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია, რადგან ეს მისი კერძო ინიციატივა იყო, სადაც საუბრობდა არა სახელმწიფოს, არამედ მისი პირადი მოსაზრებიდან გამომდინარე. ძაბირაძე ფიქრობს, რომ ზურაბიშვილს წარმატებული ვოიაჟი ჰქონდა.

მთავრობამ ოფიციალურად უარი მითხრა ევროპაში ვიზიტებზე, პირადი კონტაქტები გამოვიყენე – სალომე ზურაბიშვილი

13 რამ რაც პრეზიდენტის გამოსვლიდან დაგვამახსოვრდა – რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში

მეც იმ ადამიანთა კატეგორიას ვეკუთვნი ვისაც ეს გამოსვლა ძალიან მომეწონა. კარგა ხანია ასეთი შინაარსიანი გამოსვლა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან საერთოდ არ მომისმენია. ეს იყო ის პრეზიდენტი, რომელიც არ ეკუთვნის რომელიმე პარტიას და აფასებს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, სვამს ჩემი აზრით, სწორ აქცენტებს, აქვს გარკვეული იდეები ამ პრობლემების გადასაჭრელად და რაც მთავარია მიუთითებს იმაზე, რომ არსებულ მძიმე ვითარებაში ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი და უნდა შევძლოთ ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა.

“ეს თუ მართალია, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია, ამაში გავერკვევით” – კობახიძე პრეზიდენტის განცხადებაზე ევროპაში ვიზიტებზე უარის თქმის შესახებ

ის, რაც კობახიძემ და მდინარაძემ თქვა ეს მართალია, რადგან შეთანხმების გარეშე პრემიერ-მინისტრის თანხმობის გარეშე და მისი კონსულტაციების გარეშე პრეზიდენტს არ აქვს არანაირი უფლება სახელმწიფოს სახელით ილაპარაკოს, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორად მოიქცა ზურაბიშვილი, რადგან მისი შეხვედრები არ იყო ოფიციალური და კერძო კავშირები გამოიყენა. მის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც საზღვარგარეთ შეხვედრების დროს გააკეთა არ არის სახელმწიფოს მიერ გაკეთებული განცხადება. ეს ზურაბიშვილის კერძო ინიციატივა იყო, რომელიც ვთვლი, რომ საკმაოდ კარგი და წარმატებული იყო ვოიაჟი, რაც მთავარია ძალიან სწორ დროს ჩატარებული. სწორედ ამიტომ კონსტიტუციის დარღვევას ვერ ვხედავ. ოფიციალურად, რომ ეწარმოებინა ზურაბიშვილს მოლაპარაკებები ეს სხვა თემაა, მაგრამ ეს იყო კერძო ინიციატივა და ამის განხილვა, როგორც კონსტიტუციის დარღვევა არ მგონია, რომ სწორი იყოს“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

კელი დეგნანი: პრეზიდენტს დღეს ჰქონდა ძალიან ნათელი, ძლიერი მესიჯი

mazda magti 5g