LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრეზიდენტის მხარდამჭერთა შორის მის მიერ დანიშნული მოსამართლეცაა.. იმპიჩმენტისთვის 100 ხმაა საჭირო.. „ოცნება“ ამდენ მანდატს ვერ აკონტროლებს“ – ვახუშტი მენაბდე

141
Untitled design (30)

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად: 

      1. „სასამართლოსგან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადასტურებას 9-დან 6 ხმა სჭირდებოდა. ზუსტად 6 ხმა მოგროვდა. მხარდამჭეთა შორის არის თავად სალომე ზურაბიშვილის მიერ 2 წლის წინ დანიშნული მოსამართლე;
      2. პარლამენტმა 14 დღეში უნდა გადაწყვიტოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს თუ არა. ამისთვის 100 ხმაა საჭირო. ოფიციალურად ოცნება ამდენ მანდატს ვერ აკონტროლებს;
      3. პარლამენტი ვალდებული არ არის სასამართლოს მხრიდან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადასტურების შემდეგ მას იმპიჩმენტი ავტომატურად გამოუცხადოს. შეუძლია თქვას, რომ მიუხედავად ამისა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პრეზიდენტის გადაყენებას;
      4. გადაყენების შემთხვევაში ახალი პრეზიდენტი 45 დღეში უნდა ავირჩიოთ;
      5. არჩევის წესი ახალია. პრეზიდენტს პირდაპირი გზით აღარ ავირჩევთ. ამას გააკეთებს საარჩევნო კოლეგია,“ – წერს ვახუშტი მენაბდე.

    1. სასამართლოსგან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადასტურებას 9-დან 6 ხმა სჭირდებოდა. ზუსტად 6 ხმა მოგროვდა….

    Posted by Vakhushti Menabde on ორშაბათი, 16 ოქტომბერი, 2023

    საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა

    „სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად განიხილება პრეზიდენტად, ის დარჩება ე.წ „კოჭლ იხვად“ – ირაკლი კობახიძე

    ვინ არიან მოსამართლეები, რომლებმაც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს

    მერაბ ტურავა: „არანაირი ზეწოლა არ ყოფილა – არ გვჭირდება ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“ 

    ვიდეო: „როგორც ყოველთვის, კარგი“ – ზურაბიშვილი პასუხობს, რა განწყობა აქვს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე

    თეონა აქუბარდია: „ვისურვებდი, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს მედეგობა იმისა, რომ გაუძლოს „ქართული ოცნების“ წნეხს“

    ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი ისეთივე პროდასავლელია, როგორც ლევან ხაბეიშვილი ან გუბაზ სანიკიძე

    პრეზიდენტი – მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას