LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი კი მემუქრებოდა ერთი ადგილის მოჭრით, მაგრამ ჯერჯერობით ადგილზეა – მიხეილ სააკაშვილი

142
92ef7c8b9069f9c8b0896015a300fc09_XL

რომში, ერთერთ სასტუმროში მიხეილ სააკაშვილის და მისი მხარდამჭერი ემიგრანტების შეხვედრა მიმდინარეობს. სააკაშვილმა მათთან განაცხადა, რომ უსიამოვნება, რაც შეხვედრის დაწყებამდე სასტუმროსთან მისმა მოწინააღმდეგეებმა მოაწყეს, მათ დასაშინებლად იყო დადგმული.

„ხომ ხედავთ, როგორ აკადემიურად მიდის შეხვედრა? იმიტომ რომ აქეთ არის დონე და იქით არის უდონობა, იმიტომ რომ აქეთ არის უმრავლესობა და იქით უმცირესობა.

იმიტომ მოაწყეს უსიამოვნება, რომ თქვენ შეგშინებოდათ და არ მოსულიყავით. ეკლესიებში მიდიოდა ქადაგება, რომ არეულობა იქნება არ წახვიდეთო,“ – განაცხადა სააკაშვილმა ემიგრანტებთან შეხვედრაზე.

მან შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახსენა და მისი ერთრთი განცხადება გაიხსენა.

„პუტინი კი მემუქრებოდა ერთი ადგილის მოჭრით, მაგრამ ჯერჯერობით ადგილზეა,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები