LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისიდან ბარსელონასა და ვენაში გამგზავრებას ტურისტულადაც შეძლებთ

2375
publika.ge-http-prod-upp-image-read.ft--1024x576

ქუთაისის აეროპორტი საზოგადოებას სიახლეს აცნობს, კერძოდ – 31 ოქტომბრიდან Wizz Air-ით შეგეძლებათ ბარსელონაში პირდაპირი ავიარეისით გაფრენა, ხოლო ვენაში – 2 ნოემბრიდან.

„რაც ყველაზე მთავარია, ამ ორი მიმართულებით შეგიძლიათ ტურისტულადაც გამგზავრება. ავსტრიაში გასამგზავრებლად,  საზღვარზე უნდა წარადგინოთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

? ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტი, ან ანტიგენის ტესტი (ბოლო 48 საათი)

? ვირუსის მოხდიდან 180 დღის განმავლობაში გაცემული ექიმის ცნობა

? ვაქცინაციის  დამადასტურებელი დოკუმენტი.

ესპანეთში ტურისტულად გამგზავრება კი მხოლოდ ორჯერ ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ, რომლებმაც საზღვარზე უნდა წარადგინონ ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით)“, – ნათქვამია ქუთაისის აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები