ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან ქალაქებს შორის, მთელი საქართველოს მასშტაბით სატრანსპორტო მიმოსვლა შეწყდა.
გაჩერებულია რკინიგზა, აღარ ივლიან ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები.

შეზღუდვები მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ვრცელდება, მოქალაქეები მსუბუქი ავტომობილებითა და ტაქსებით გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებენ.

გადაწყვეტილება მთავრობამ კორონავირუსისგან მოქალაქეების დაცვის მიზნით უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე მიიღო.

თბილისი-ზუგდიდის მატარებლის ბოლო რეისი გუშინ საღამოს შესრულდა.

 

თემო ლობჟანიძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05