LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სანატრელია ახლა ,,მიშას ციხე”! უსასტიკესად, წამებაში უნდა ამოხდეთ სული ამ ვანდალიზმის ჩამდენებს – მარიამ კუბლაშვილი

3950
BeFunky-collage (8)

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

კუბლაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დამნაშავეები სასტიკად უნდა დაისაჯონ.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

რა სანატრელია ახლა ,,მიშას ციხე”! უსასტიკესად, წამებაში უნდა ამოხდეთ სული ამ ვანდალიზმის ჩამდენებს. დღევანდელი პირობები კურორტია მსგავსი სასტიკი დამნაშავეებისთვის სასჯელის მოსახდელად! სადისტების გამზრდელმა მშობლებმა სიცოცხლე რა სინდისით უნდა გააგრძელონ, როგორ უნდა გაბედონ და იბრძოლონ მათი თავისუფლებისთვის? ! ყველა ის პირი, ვინც არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან უმკაცრესად უნდა დაისაჯოს! სად არის გოგონას მშობლები, ამ პანდემიური აკრძალვების დროს 50 კაცი დაქირავებულ ვილაში რომ შეკრიბა და დააფინანსა? გასათვალისწინებელია ახალგაზრდების ასაკი, მათი ნაცნობობა ან უცნობობა.., მათი საერთო ინტერესები თუ… ? უფრო მეტად სასტიკია მკვლელი/ ები, რომელიც 4 დღე სამძებრო სამუშაოებს შორიდან უყურებდა! ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც დუმდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. უბედური დედის ლამაზი, კეთილი, მშრომელი, სპორტსმენი შვილის ნაცემ სხეულს 4 დღე მდინარე დაათრევდა! ყველა ვინც დუმდა, პოტენციური მკვლელია, ვინც შეესწრო კონფლიქტს, მანქანების დევნას, მის დენად ხასიათს და არ შეატყობინა პოლიციას – თანამონაწილეა!

ვეღარ ვიკავებ თავს. ღმერთო, გასკდა გული!!!!!!!!! როგორი შვილი მოუკვდა დედას, საქართველოს..”-წერს მარიამ კუბლაშვილი “ფეისბუქში”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები