„ლეიბორისტური პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს, თუმცა იქვე დასძენს, რომ პოლიტიკური ლიდერები და სახელმწიფოს ხელმძღვანელები სასულიერო პირის წინაშე ყველას დასანახად არ უნდა იჩოქებდნენ.
„რა უნდა ამ სატანას პატრიარქთან? მახსოვს, 2013 წელს ყაზბეგში მქონდა საარჩევნო შეხვედრები, რა თქმა უნდა, მახლდნენ ტელევიზიებიც.
როდესაც ადგილობრივმა აქტივმა მითხრა, პატრიარქი აქაა სნოში იქნებ მოგენახულებინაო, მე სიხარულით გავეშურე მასთან, თუმცა გზაში შემოგვითვალეს, რომ პატრიარქთან ჩემი არა თუ ტელეკადრი, არამედ ფოტოს გადაღებაც არ დაიშვებოდა.
ადგილზე მისვლისას უწმინდესის დაცვას უკლებლივ ყველას ეცვათ „ქართული ოცნების“ მაისურები, ხოლო პატრიარქმა მათ მოსასმენად წამიკითხა ლექცია, რომ მარტო კრიტიკა კი არაა მთავარი, საქმეც უნდა აკეთო თურმე.
მოკლედ ვულოცავ, რა თქმა უნდა, დაბადების დღეს, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ გვყავს სამთავრობო პატრიარქი, რომელსაც ბნელ მასას ღმერთად უცხადებენ, რაც ქრისტიანობასთან უკვე ძალიან შორსაა.
სადმე გინახავთ, რომ პოლიტ-ლიდერები თუ სახელმწიფოს ხელმძღვანელები იჩოქებდნენ სასულიერო პირი წინაშე ყველას დასანახად.
არავითარი სახელმწიფო ჩვენგან კაი ხანი არ შედგება. ჩვენ ვქმნით მუდმივად კერპებს, ვამსვრევთ და მერე ისევ ვქმნით. აქაა სწორედ ჩვენი განუკურნებელი პრობლემა“. – წერს შალვა ნათელაშვილი სოლიალურ ქსელში.
ცნობისთვის, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს 89 წლის გახდა.
პატრიარქს იუბილე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მიულოცეს.