LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას საქმიანობს გვანცა დარასელია ტელევიზიიდან წასვლის შემდეგ: „პროფესიიდან არ წავსულვარ…“

810
გვანცა დარასელია

გვანცა დარასელიამ 15-წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ, „რუსთავი 2“ დატოვა და დროებით არსად არ მუშაობს. როგორც ჟურნალ „გზასთან“ საუბრისას ამბობს, ახლა განსხვავებული ეტაპი აქვს:

„პაუზა ავიღე და სრულიად განსხვავებულ რეჟიმში ვიმყოფები. გადასარევად დავისვენე ბავშვებთან, მეუღლესთან ერთად და პრინციპში, ახლაც ვისვენებ.

ტელევიზია რატომ დატოვეთ?

უპირველეს ყოვლისა, მინდა, თქვენმა მკითხველმაც იცოდეს, რომ პროფესიიდან არ წავსულვარ. უბრალოდ, ძალიან გადავიღალე და ცხოვრებაში ცვლილებები, რაღაც ახალი მინდოდა. პაუზის აღება და რუტინისგან, რომელიც უკვე ძველებურ სიამოვნებას აღარ მანიჭებდა, დასვენება ამიტომ გადავწყვიტე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროფესიაზე უარს ვამბობ, ან ვიღაცაზე გაბრაზებული ვარ. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ბედნიერი გახლავართ, რომ თამამი ნაბიჯი გადავდგი და ასე გადავწყვიტე. დარწმუნებული ვარ, სატელევიზიო კარიერას აუცილებლად გავაგრძელებ, ოღონდ როდის, სად და რა პირობებში – არ ვიცი“.

როგორც ტელეწამყვანი ჟურნალს უყვება, ის ამჟამად ბავშვებთან ერთად მეტ დროს ატარებს, მათ აქტივობებშია ჩართული, ასევე იწყებს უცხო ენის შემსწავლელ კურსებზე სიარულს და თავს თვითგანვითარებას მიუძღვნის.

გვანცა დარასელია: „მე ხშირად დამითმია ქმრის აზრის სასარგებლოდ…“

ფოტო: გვანცა დარასელია 33 წლის გახდა – სად აღნიშნა დაბადების დღე ტელესახემ

ფოტო, ვიდეო: ბახვა ბრეგვაძე, ბიძინა კულუმბეგოვი, ნინო ხოშტარია, არჩილ სოლოღაშვილი – როგორ მიულოცეს გვანცა დარასელიას დაბადების დღე ცნობილმა მეგობრებმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g