LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს აცდება, ეს უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ დავიწყოთ ლოკდაუნზე საუბარი” – ეკატერინე ტიკარაძე

453
unnamed

საქართველოში ეპიდვითარება დღითიდღე უარესდება.

მხოლოდ გუშინ, 13 აპრილს, ქვეყანაში 1374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 422 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი.

ჯანდავის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოში მესამე ტალღა იწყება.

“ფაქტია, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი” – ხათუნა ზახაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4 %-ს ასცდება, ეს იქნება ნიშანი, რომ დაიწყოს საუბარი შეზღუდვების შემდეგ გამკაცრებაზე.

“მიდგომა რჩება ისეთი, როგორიც აქამდე გვქონდა, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს აცდება, ეს უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ დავიწყოთ ლოქდაუნზე საუბარი, დახურვებზე საუბარი, გამკაცრებებზე საუბარი, ამ ეტაპისთვის, ჯერჯერობით, კვლავ ეპიდსიტუაციას ვაკვირდებით. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავამკაცროთ აღსრულება.”-აცხადებს მინისტრი.

ცნობისთვის, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი 13 აპრილის მონაცემებით არის 3,66 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის-2,46 პროცენტი.

„თუ სიტუაცია ისე გაუარესდება, რომ სასაფლაოზე გამსვლელი აღარ დავრჩებით, რა გითხრათ აბა?!“ – იგეგმება თუ არა ქალაქების ჩაკეტვა სააღდგომოდ

“არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული, იქ ჭამა-სმა” – ამირან გამყრელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g