LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ანებივრებს მეუღლეს ლაშა რამიშვილი: „საგზური მაჩუქა ჩემს დაბადების დღეზე და პარიზში წამიყვანა…“

347
ლაშა რამიშვილი

ლაშა რამიშვილს ძალიან უყვარს სიურპრიზები და განსაკუთრებულად მეუღლე,ს ბელა ნოზაძეს ანებივრებს.

დაბადების დღისთვის მან მეორე ნახევარს პარიზში მოგზაურობა აჩუქა, სადაც წყვილმა ერთად დაუვიწყარი დღეები გაატარა.

ამის შესახებ ბელა ნოზაძე ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება:

„ჩემი დაბადების დღისთვის საგზური მაჩუქა და ამ დღესაც პარიზში შევხვდით. არა მხოლოდ ეს, ბევრი მომენტი ყოფილა. არ შეუძლია, უბრალოდ, წავიდეს და რაღაც შეიძინოს ჩემთვის. ამას დღესასწაულის სახე უნდა მისცეს. პირველი მანქანა რომ მიყიდა, წარმოდგენაც არ მქონდა, მსგავსი გეგმა თუ ჰქონდა, ისიც არ ვიცოდი. ჩემი დაბადების დღის ღამეს მიმიყვანა ერთ ადგილას, სადაც ჩვენი ორმოცდაათამდე მეგობრის მანქანა დამხვდა ანთებული ფარებით და შუაში ჩემი მანქანა იდგა (იცინის).

„ვფიქრობ, 100-ჯერ მეტს იმსახურებს ჩემი მეუღლე“ – როგორ ახასიათებენ მეუღლეები ერთმანეთს

ვიდეო: „როგორ მომენატრა შენი მოფერება” – ლაშა რამიშვილმა მეუღლეს ემოციური სიმღერა მიუძღვნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g